მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი, თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - თსუ-ში პროტესტია

“დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი, თავისუფლება სინდისის პატიმრებს” – თსუ-ში პროტესტია

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სოლიდარობის აქცია იმართება – ახალგაზრდები გამთენიისას დაკავებულ აჩი გოჩიტაშვილის, ლუკა ხიზაძეს და გიორგი ბარბაქაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

“დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი, თავისუფლება აჩი გოჩიტაშვილის, ლუკა ხიზაძეს, გიორგი ბარბაქაძეს” – ამ შინაარსის ბანერი ჩამოკიდეს სტუდენტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოს ღობეზე.

გაფიცული სტუდენტები “პირველებთან” ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ავტორიტარულ რეჟიმად გადაიქცა, რომელიც მოქალაქეებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას უზღუდავს.

ეს რეჟიმი, რის გამოც აკავებს ახალგაზრდებს, არის მიზეზი – ამ ქვეყნის სიყვარული და რეჟიმთან შეურიგებლობა. ამის გამო დაიჭირეს ჩვენი მეგობრებიც. ნორმალურ ქვეყანაში თავისუფალი აზრი ასე არ უნდა იზღუდებოდეს. საქართველოში რაც ხდება, არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს არის ავტორიტარიზმი, დიქტატურა. ახალგაზრდები არასდროს შევეგუებით ამ რეჟიმს. ჩვენ დავასრულებთ ამათ”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, გამთენიისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი – აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს.

ახალგაზრდებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...