მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინი „თაიმერის“ დასჯას ითხოვს - რა წერია წერილში, რომელიც ონლაინმედიამ მიიღო

პუტინი „თაიმერის“ დასჯას ითხოვს – რა წერია წერილში, რომელიც ონლაინმედიამ მიიღო

Published on

რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ ელექტრონულ ფოსტაზე რუსეთის კავშირის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახურისგან შეტყობინება მიიღო, რომლითაც კრემლის რეჟიმი გვემუქრება, რომ იმ შემთვევაში, თუ ზემოხსენებული უწყების მოთხოვნას არ შევასრულებთ, რუსეთის ტერიტრიაზე ჩვენი სააგენტოს ვებ-გვერდი დაიბლოკება. ვიდრე ამ ულტიმატუმის დეტალებს გაგაცნეობთ, გეტყვით, რომ „თაიმერი“ პირველი ქართული სააგენტო იქნება, რომელსაც პუტინის რეპრესიები შეეხება, ანუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „თაიმერი“ დაიბლოკება.
პუტინი პირდაპირ ედავება, რომ „თაიმერმა“ 2022 წელს ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის გავრცელებაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია. კერძოდ, საუბარია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ოფიციალური უწყებების ცნობაზე, რომლის თანახმადაც, „უკრაინელებმა დონბასში რუსი საზღვაო ქვეითები გაანადგურეს“ და ბრიგადის მეთაურიც მოკლეს.ეს ინფორმაცია 2022 წლის 15 ნოემბერს, „თაიმერმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალებში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა, ანუ ოფიციალური ინფორმაციაა და არა – წყაროს მიერ მოწოდებული. მიუხედავად ამისა, პუტინის ხელქვეითები „თაიემრის“ „დასჯა“ გეგმავენ და აცხადებენ, რომ თუ მათი შეტყობინების მიღებიდან 24 საათში ზემოხსენებული „ნიუსი“ ჩვენი ვებგვერდიდან არ წაიშლება, „თაიმერი“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიბლოკება.რუსეთის სპეცსამსახურები ყველა ქართულ მედიასაშუალებას გამადიდებელი შუშით სწავლობენ და ვინაიდან ჯერ არ შეუძლიათ, რომ დაგვხურონ ან დაგვიჭირონ, სადამსჯელო ზომად მხოლოდ იმას იყენებენ, რომ რუსეთის ტერიტორიზე აკვგრძალონ, თუმცა არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ კრემლმა „ოცნებას“ დავალება მისცეს და ოლიგარქის გუნდმა პუტინის დავალებით ქართული მედიების დახურვა დაიწყოს! „თაიმერი“ აცხადებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, არ აპირებს, რომ ზემოხსენებული ნიუსი ვებგვერდიდან მოხსნას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში „თაიმერი“, ალბათ, აიკრძალება და ჩვენი საინფორმაციო სააგენტო პირველი ქართული მედიასაშუალება იქნება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიბლოკება!„თაიმერი” აცხადებს, რომ აკრძალვით მოხდება ის, რომ უამრავი ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, საქართველოდან, კერძოდ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან უტყუარ და ობიექტურ ინფორმაციას ვეღარ მიიღებს.

პუტინის მიზანიც, ცხადია, ეს არის – ადამიანებს არ ჰქონდეთ მართალი ინფორმაცია და პროპაგანდის მსხვერპლნი გახდნენ.ისე, თავის დროზე პუტინირუსეთში „ფეისბუქიც“ აკრძალა, თუმცა რუსეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დიქტატურას არ ეგუება, სხვადასხვა გზით, „ფეისბუზე“ შესვლას მაინც ახერხებს. ასე რომ, დიქტატორების მიზნები საშუალებას ყოველთვის არ ამართლებს!

ბერდია კალანდია

საინფორმაციო სააგენტო ” თაიმერი”/www.timer.ge

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...