მთავარისიახლეებისაზოგადოება"საერთაშორისო იზოლაცია გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე ყულფი შევიწროვდება" - მელია

“საერთაშორისო იზოლაცია გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე ყულფი შევიწროვდება” – მელია

Published on

“საერთაშორისო იზოლაცია გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე ყულფი შევიწროვდება” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართვის საპასუხოდ აცხადებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ცივილიზებული სამყარო ქართველი ხალხის გვერდით დგას, რადგან საქართველოში დემოკრატიულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს.

ეს საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც თავი აღმოიჩინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, მხოლოდ და მხოლოდ, გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე და ყელზე ყულფი შევიწროვდება. დასავლური დემოკრატიები დგანან მკაფიოდ, ცხადად ქართული საზოგადოების გვერდით მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევისთვის, რომ ამ ქვეყანაში არჩევანის უფლება დაბრუნდეს, ამ ქვეყანაში დემოკრატიულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს”, – ამბობს ნიკა მელია.

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
“დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს” – წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ”.

ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...