მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსპერტები მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

ექსპერტები მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

Published on

გისოსებს მიღმა გამომწყვდეული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 20-დღიანი შიმშილობის ფონზე მკვეთრად საყურადღებოა – სამედიცინო სფეროს ექსპერტების შეფასებით, მზია ამაღლობელი სათანადო პირობებში არ იმყოფება, რადგან მასთან ახლოს ე.წ. ემერჯენსი განყოფილებაც კი არ მდებარეობს.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ლელა ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ რეჟიმის პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია მის გვერდით მუდმივად რეანიმატოლოგი იყოს.

ლელა ცისკარიშვილი მზია ამაღლობელის კლინიკაში დროულად გადაყვანას მოითხოვს, რადგან მისივე განმარტებით, მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა წამებში გაუარესდეს.

ამასთან, GCRT-ის ხელმძღვანელი პროცესებში სახალხო დამცველის აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ომბუდსმენის მიერ ექიმთა კონსილიუმის მოწვევა ერთ-ერთ მთავარ მაშველ რგოლს წარმოადგენს.

ის არ იმყოფება სათანადო პირობებში. ქალთა დაწესებულებაში არ არის ე.წ. ემერჯენსის განყოფილება. მუდმივად უნდა იყოს რეანიმატოლოგი მის გვერდით. არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ იწვევს სახალხო დამცველი კონსილიუმს, რატომ არ შეჰყავს ენპიემის ექსპერტები და ყოველდღიურად რატომ არ მართავს ბრიფინგებს მზია ამაღლობელის მდგომარეობის შესახებ, წარმოუდგენელია. პირდაპირი მანდატი არის სახალხო დამცველის. არსებობს ეროვნული პრევენციის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია შევიდეს, მოინახულოს. იქ არიან ექსპერტები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტები. კოლაფსი შეიძლება მოხდეს, გაუარესდეს მისი მდგომარეობა. სასწრაფოდ გადასაყვანია კლინიკაში”, – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა კი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე 24-საათიანი მონიტორინგია საჭირო, რადგან მზია ამაღლობელს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტები შეუმოწმდეს.

ორგანიზმი არის გადასული უკვე კუნთოვანი ქსოვილის მასის ხარჯვაზე როგორც ენერგიის წყარო. თავის მხრივ, დიდ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს კუნთების ძლიერი სისუსტე, გონების კარგვა. მნიშვნელოვანი არის 24-საათიანი მონიტორინგი როგორც გულის რიტმის, ასევე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, რადგან შემოწმდეს კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და სიცოცხლისთვის ის მნიშვნელოვანი მიკროელემენტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ნორმალური ყოფადობისთვის. ის რაც ხდება დღეს მზიასთან მიმართებით, არის ეთიკის, ჰუმანურობის დარღვევა”, – ამბობს ლაშა უჩავა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...