მთავარისიახლეებისაზოგადოება"მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა" - საია

“მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა” – საია

Published on

“მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა,” – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” რეჟმის პატიმარ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახალხო დამცველს მოუწოდებს ჩაატაროს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი, მიაწოდოს მის ჯანმრთელობათაან დაკავშირებული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ექიმის მიერ ყოველდღიური მონახულება.

“მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.

მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები.

შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს:

სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.
მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 12 იანვარს “პოლიციელზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს. ის საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, მე-19 დღეა, შიმშილობს.

სიახლეები

9 დემონსტრანტის საქმე – მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს...

მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება - კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის...

“მთავარი არხის” ოპერატორს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან-პროცესი დღეს გაიმართება

"მთავარი არხის" ოპერატორის სასამართლო პროცესი საქალაქოში დღეს გაიმართება - სერგი ბარამიძეს დაუმორჩილებლობას და წვრილმან...

აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოებამ ცოტაც უნდა...