მთავარისიახლეები"მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა... მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ"...

“მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა… მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ” – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

Published on

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” [CPJ] ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

საიდი ამბობს, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან.

“პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა. ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ…

ჩვენ, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში” არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო – მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან”, – თქვა საიდიმ.

სიახლეები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...