მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქართული ოცნების" რეჟიმი უნდა მოექცეს იზოლაციაში - იუკნევიჩიენე

“ქართული ოცნების” რეჟიმი უნდა მოექცეს იზოლაციაში – იუკნევიჩიენე

Published on

“ქართული ოცნების” რეჟიმი უნდა მოექცეს იზოლაციაში – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პლატფორმა X-ზე წერს და წამყვანი პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებას აზიარებს.

რასა იუკნევიჩიენე ივანიშვილის გუნდის მიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ყოფილ პრემიერზე ანგარიშსწორება “პოლიტიკური ოპონენტების დევნაში რეჟიმის სავალალო ძალისხმევას” აჩვენებს.

ჩვენ ვგმობთ “ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განგრძობით ძალადობას.

ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმა აჩვენებს რეჟიმის სავალალო ძალისხმევას პოლიტიკური ოპონენტების დევნაში.

“ქართული ოცნების” რეჟიმი უნდა მოექცეს იზოლაციაში”, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – წამყვანი პოლიტიკოსები პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და “ქართული ოცნების” ორკესტრირებულ ძალადობაზე შოკირებულები არიან.

განცხადების ხელმომწერები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მოთხოვნათა ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებაც შედის.

“ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დააწესოს პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტარები “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას კრძალავენ და საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობის შეწყვეტას ითხოვენ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...