მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსამართლე მგელიაშვილმა ანატოლი გიგაური ისევ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე მგელიაშვილმა ანატოლი გიგაური ისევ პატიმრობაში დატოვა

Published on

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ანატოლი გიგაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გიგაურს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა ბრალდებულის ჩვენებით, რომელიც მან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, სასამართლოს მან ჯერ კიდევ ნოემბერში მისცა, თავად გახდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის სამიზნე.

“თავს დამნაშავედ არ ვთვლი, ვეთანხმები, რომ ნამდვილად განვახორციელე ქმედება, რაც ვიდეოზეა, მაგრამ თავდასხმის ქვეშ ვიყავი, რაც შევძელი და როგორც შევძელი, ის ქმედება განვახორციელე…

ჩემთვის საქართველო ღირსების საკითხია. ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ფარი, ჭანჭიკი ვარ. სანამ ცოცხალი ვიქნები, ვიბრძვი და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის. მუნდირის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კლასელებიდან დაწყებული, ყველა, ჩემი გარემოცვა პოლიციელია, როგორ მექნება ამასთან შეუთავსებლობა” – განაცხადა გიგაურმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს

მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური წლების მანძილზე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის საიდუმლო სამსახურში. იბრძოდა ავღანეთში. ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ათობით სერტიფიკატისა და სიგელის ასლი წარადგინა, სადაც საუბარია მის დამსახურებებზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

მოსამართლე მგელიაშვილმა დღეს 21 წლის მათე დევიძეც პატიმრობაში დატოვა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...