მთავარისიახლეები"არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა" - პარტია "საქართველოსთვის" "შერატონისგან"...

“არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა” – პარტია “საქართველოსთვის” “შერატონისგან” ვიდეოკადრების გადაცემას ითხოვს

Published on

პარტია “საქართველოსთვის” სასტუმრო “შერატონისგან”, სადაც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, მათთვის ვიდეოკადრების გადაცემას ითხოვს. შესაბამისი განცხადება პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო “შერატონის” ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა.

“არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო “შერატონის” ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობასა და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეო მტკიცებულების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით… სასტუმრო “შერატონისგან” ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი კადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით”, – თქვა სიჭინავამ.

სიჭინავა ასევე პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ვიდეოზე საუბრობს, რომელიც არხმა გუშინ გაავრცელა და თითქოსდა სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს. სიჭინავას თქმით, “იმედის” ეთერშ გასული ვიდეო არის დამონტაჟებული და საზოგადოებას მოტყუებას ემსახურება.

“გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ “ქართული ოცნება” მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედია საშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდართან დაკავშირებით.

რეჟიმს და ამ დანაშაულში მონაწილე ლაჩრებს იმის უნარი და გამბედაობა არ აქვთ, თქვან რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან დგანან. თუმცა, დე ფაქტო პრემიერის და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით, წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია “იმედმა” გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც გადაღებულია სასტუმრო “შერატონში” და თითქოსდა მომხდარ დაპირისპირებას ასახავს, თუმცა ვიდეოს ყურებისას ჩანს, რომ ის დამონტაჟებულია – კერძოდ, თავიდან კადრი სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე არის გადაღებული, ხოლო დანარჩენი მოვლენები სასტუმროს გარეთ, შესასვლელთან ვითარდება.

სიახლეები

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების...

ომბუდსმენი: 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად...

ამოღებულია 1 107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო – შსს-მ 2 პირი დააკავა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,...

ვინ შედის დაჯგუფება “ნესტანიანელებში”, რომელთა “ამირსპასალარმა” მდუმარე ბერთან მისული ექიმი გააგდო

✍️ ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი 🔘 ინგა ბოლოთაური, რომელიც შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი გუნავას...