მთავარისიახლეები"ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის" -...

“ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის” – ზურაბიშვილი

Published on

სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება და ისაუბრა იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელშიც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება იმყოფება.

“მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის. ამის საშუალება რომ ყოფილიყო ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან” აღნიშნა პრეზიდენტმა.

ის გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის და სხვა დასავლელი ლიდერების მისამართით „ქართული ოცნების“ განცხადებებს და ამ შეფასებებს „უხეში და უზრდელური“ უწოდა.

„იცით პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით. ” განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს

ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს. ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში,...

“მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში” – როთი

"მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში. მსურს, მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს,...

აშშ-მა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს აცხადებს - ამის შესახებ აშშ-ის...

“ორი ვარიანტი აქვს “ოცნებას”: წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის ბოლომდე დაშლას” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნებას" ორი არჩევანი აქვს: წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე,...