მთავარისიახლეებიაშშ-მა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

Published on

აშშ უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს აცხადებს – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტაინში“ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე განაცხადა:

„აქ, რამშტაინში, გადაწყვეტილი მაქვს გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში – და შევქმნა უფრო სამართლიანი და ღირსეული სამყარო. ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, ჭურვებს და სხვა აღჭურვილობას F-16-ებისთვის.

ცნობისთვის, ეს არის “რამშტაინის” ბოლო შეხვედრა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...