მთავარისიახლეებიოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. “ჩერნომორენერგოს” იტყობინება, რომ 9 იანვრიდან ელექტროენერგია აბონენტებს დღეში ექვსი საათის განმავლობაში გაეთიშებათ.

შეზღუდვები შემოღებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო და მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას“, – აცხადებენ კომპანიაში.

კრიპტოვალუტის მოპოვებამ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის დაბალმა დონემ და 2024 წლის ბოლოსთვის რუსული ელექტროენერგიის კომერციულ ფასად გადახდის აუცილებლობამ აფხაზეთი ბოლო წლების ყველაზე მძიმე ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას სინათლე დღისით მხოლოდ სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში მოხსნეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს და აცხადებს, რომ მაუწყებელი თავის მთავარ...

სასამართლოში დამიბარეს; ბრალად გედებათ პარლამენტთან გზის გადაკეტვაო – გოჩიაშვილი

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილე მაკუნა გოჩიაშვილი სასამართლოში დაიბარეს. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს: "ახლა დამირეკეს,...

მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას!- ანდრო ჭიჭინაძის დედა

ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად, ბრძოლის ახალ ეტაპს...

რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას; ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან – გოცირიძე

გაზრდილი ხელფასები და მანქანების მომსახურება - რომან გოცირიძე იმ ხარჯებზე წერს, რომელიც "ოცნების" თვითგამოცხადებული...