მთავარისიახლეებიზურაბიშვილი: "თუ ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი...

ზურაბიშვილი: “თუ ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”

Published on

“ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია სწორედ პრეზიდენტია. მისივე შეფასებით, “თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”.

“თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დაამატა, რომ ქართველი ხალხი მოცემული რეალობის მიღებას არ აპირებს.

ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ეგზისტენციალურია. ახლა დროა, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მიიღონ ახალი რეალობა, რომ რუსეთი ცდილობს მართოს დემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ კავშირი დასავლეთთან და ეს მოახერხოს არჩევნებით. ეს მოხდა რუმინეთში.

ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ – ლეგიტიმურად მიიჩნევენ თუ არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ. თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა.

ქართველი ხალხი ქუჩაშია, ის მეტად დემოკრატიულია ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ეს საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა. ეს ხალხი არ აპირებს მიიღოს ეს რეალობა. ეს ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთი არის იმაზე სუსტი, ვიდრე ამას ევროპელები ფიქრობენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......