მთავარისიახლეებინიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

Published on

მოსამართლე ჩაგუნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარის დროს, მისმა მეუღლემ აღნიშნა, რომ მოსამართლემ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა:

“საქმე გვაქვს კიდევ ერთხელ უკანონობასთან, ძალიან დიდ უკანონობასთან. ჩვენ ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი სამართალი. ჩვენ ადვოკატებს, ნიკას და დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს პრაქტიკულად კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე, ყველანაირი მნიშვნელობით. არცერთ პროკურატურის წარმომადგენელს წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რაზე ლაპარაკობს, დაწერილი ტექსტებით არიან მოსულები. საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ადამიანი დააკავეს ოთხში და დაკავების ოქმი შედგა ექვსში, რომელშიც არც დრო არის მითითებული და არაფერი. ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ.

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიდის ახლა ქვეყანაში, მაგრამ კიდევ ერთხელ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 12 დღე, 12 თვე, 12 წელი, მაინც ვიბრძოლებთ, მაგრამ 12 დღეც მგონია, რომ საკმარისია იმისთვის, რომ ეს სისტემა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება. რღვევა დაწყებულია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – აღნიშნა სოფო ლილუაშვილმა.

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი წაიყვანეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ, საიდანაც დღეს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ შეუტყობინებიათ.

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...