მთავარისიახლეებისაზოგადოებათსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება

Published on

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ:

“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ- ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება. ამ და სხვა მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლი. „საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ხელმოწერები:

1. სალომე დუნდუა – ფაკულტეტის დეკანი
2. თამარ ვეფხვაძე – ასოცირებული პროფესორი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი
3. ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
4. თამარ მახარაძე – ასოცირებული პროფესორი
5. მაია ტორაძე – ასოცირებული პროფესორი
6. მანანა შამილიშვილი – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
7. თათია მჟავანაძე – ასისტენტ-პროფესორი
8. სანდრო ტაბატაძე – ასისტენტ პროფესორი
9. მედეა ბადაშვილი – ასოცირებული პროფესორი
10. კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი
11. იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
12. თამარ ქარაია – ასოცირებული პროფესორი
13. ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
14. მარიამ გერსამია – პროფესორი
15. ლაშა მათიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
16. დავით მაცაბერიძე – ასოცირებული პროფესორი
17. მარი წერეთელი -ასოცირებული პროფესორი
18. ნოდარ ბელქანია – პროფესორი
19. გიორგი კვინიკაძე – ასოცირებული პროფესორი
20. ამირან ბერძენიშვილი – პროფესორი
21. ნათია კუპრაშვილი- ასოცირებული პროფესორი
სია განახლებადია.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...