მთავარისიახლეებისაზოგადოებადიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

Published on

დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საგანგებო განცხადებას გააკეთებს – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერმა მორიგი რუსული განცხადება გააკეთა და თქვა: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”.

კობახიძის ამ განცახდებას უკვე გამოეხმაურა პუტინი და თქვა: გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას.

“ვიკრიბებით “ოცნების” ოფისთან” – კობახიძის ამ რუსული განცხადების შემდეგ, მოქალაქეები “ქართული ოცნების” ოფისთან, გორგასლის 20-ში, აქციასაც აანონსებენ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...