მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ინახება

პარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ინახება

Published on

მიხეილ ყაველაშვილის “პოლიტიკური კარიერა” საქართველოს პარლამენტში 2016 წლიდან დაიწყო. ის მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში, ცარიელია ველი ყაველაშვილის განათლების შესახებ. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა“, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

აღსანიშნავია, რომ უდიპლომობის გამო, ყაველაშვილი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდა. სამუშაო გამოცდილებაში კი მითითებულია მისი სპორტული საქმიანობა:

2016 – 2016
საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი
2009 – დღემდე
FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი
2005 – 2006
„გაზელი“, ფეხბურთელი
2004 – 2005
„არაუ“, ფეხბურთელი
2004 – დღემდე
„ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
2003 – 2004
„სიონი“, ფეხბურთელი
2002 – 2003
„ლუცერნი“, ფეხბურთელი
1999 – 2002
„ციურიხი“, ფეხბურთელი
1997 – 1999
„გრასჰოფერი“, ფეხბურთელი
1995 – 1997
„მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი
1994 – 1995
„ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
1988 – 1995
„დინამო თბილისი“, ფეხბურთელი
შეგახსენებთ, ოლიგარქმა პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....