მთავარისიახლეებილიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საჭიროა...

ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება – ლანდსბერგისი

Published on

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი, რის გამოც ლიეტუვამ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

ლანდსბერგისმა განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც დღეს საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. ლანდსბერგისი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება უარს უტყვის საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს მანიშნებელი იქნება, რომ მათ არ სურთ ევროპულ გზაზე მოძრაობა:

“ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. იმისათვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. ამიტომ გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ სინამდვილეში არ სურთ საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მე მიმაჩნია, რომ ამ კონსენსუსის მიღწევა ძნელი იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც. დღეს კონსტრუქციული დიალოგი იქნება ამასთან დაკავშირებით და შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება.” განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამიტის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზებს შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ფინანსდება და ეს ფული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გადამისამართდეს.

სამიტის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს ნიდერლანდებისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპერ ველდკამპი:

“მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით დღეს და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ჯერ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. გარდა ამისა, უნდა დაველოდოთ ეუთოსა და ოდირის საბოლოო დასკვნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომელიც, როგორც მე ვიცი, ევროპულ გზას უჭერენ მხარს.”

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუმინიტა ოდობესკუ:

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა ევროპულ გზაზე დავტოვოთ იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმრავლესობა ამას მხარს უჭერს.”

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...