მთავარისიახლეებიზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი, არაღიარებენ არჩევნების ლეგიტიმაციას და სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა ...

ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი, არაღიარებენ არჩევნების ლეგიტიმაციას და სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს

Published on

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

,,ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას. მხარს ვუჭერთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ერიდებიან გამოხატონ პოზიცია და აცნობიერებენ, რომ მათი ხმა უნდა ისმოდეს, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყანის მასშტაბით’’, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ისინი მიიჩნევენ, რომ ქართველ სტუდენტებს აქვთ პასუხისმგებლობა იცხოვრონ უკეთეს მომავალში, სადაც მათი არჩევანი იქნება გადამწყვეტი, ხოლო მათი უფლებები კი დაცული.

,,ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში, რათა დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ნამდვილად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებასა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას! უნივერსიტეტი ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ბირთვი, სადაც შეიკრიბა საქართველოს გამჭრიახი, კრიტიკული აზროვნების ნაყოფიერი გონება. დღეს კი, ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩანერგვა ხდება. ჩვენი ხმა, ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლება და მომავალი – ყველაფერი ამას მოითხოვს. არა მოპარულ არჩევნებს! ჩვენი ხმა – ჩვენი არჩევანი!”.

ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას რუსული რეჟიმის  წინაღმდეგ.

სიახლეები

აფხაზეთში ვარ, პროვოკაციას არ წამოეგოთ!” – ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში გაატარა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში გაატარა. მან მოსახლეობას მიმართა,...

“შენ ხარ სირცხვილი და შავი ლაქა!..” – ცესკოს თავმჯდომარეს სხდომაზე შავი საღებავი შეასხეს

ცესკოს სხდომა, სადაც დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოქვეყნდეს, პროტესტის...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში...

ინვესტიციების კანონის გამო სოხუმში ვითარება კვლავ დაძაბულია

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ...