მთავარისიახლეები"გლობალური ომის პარტია არის რუსეთი"..."საქართველო ევროპაა და არა რუსეთი..." - ევროპელი დეპუტატები

“გლობალური ომის პარტია არის რუსეთი”…”საქართველო ევროპაა და არა რუსეთი…” – ევროპელი დეპუტატები

Published on

შემდეგი ნაბიჯი არის ყველა სავარაუდო დარღვევის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა აღდგეს ნდობა პროცესის მიმართ. დამოუკიდებელი გამოძიების გარეშე ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაილ როთმა ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ.

ევროპელი დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან გავიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

“გლობალური ომის პარტია მართლაც დიდი საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენი სხვა მეგობრებისთვისაც. გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს და ეს არის რუსეთი. რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის. რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან სახიფათო პროპაგანდას ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ, დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ, როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, რომელსაც სწამს ევროპული ღირებულებების.

შემდეგი ნაბიჯი არის ყველა სავარაუდო დარღვევის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა აღდგეს ნდობა პროცესის მიმართ. დამოუკიდებელი გამოძიების გარეშე ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს.” თქვა როთმა.

“საქართველო ევროპაა და არა რუსეთი. ჩვენ დავბრუნდებით. მალე შევხვდები ერთმანეთს” – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.

“ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რადიკალებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას” – აღნიშნა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...