მთავარისიახლეები"დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია"...

“დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია” – უკრაინის პრეზიდენტი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ აქვთ, რაც მისი თქმით ძალიან ცუდია. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის წარსულში არსებული ძლიერი ურთიერთობები აღდგება. ამის შესახებ ბუდაპეშტში მყოფმა უკრაინის ლიდერმა “მთავარ არხთან” ისაუბრა

“საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. ის მრავალ წელს ითვლის.მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინელი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც ამ ომის დაწყებისთანავე დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა და ჩვენც ყოველთვის პატივს ვცემდით და მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.

“კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ.”

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...