მთავარისიახლეები22 საათიანი უწყვეტი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციომ ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე,...

22 საათიანი უწყვეტი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციომ ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა – მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში დიმიტრი გვრიტიშვილიც შედიოდა, გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.

სააპელაციო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების”, საიასა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივრებს განიხილავდა. არასამთავრობოები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. სარჩელები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...