მთავარისიახლეებისაზოგადოებაარჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა, რაც ძირს უთხრის მისი შედეგებისადმი ნდობას - სომეხი...

არჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა, რაც ძირს უთხრის მისი შედეგებისადმი ნდობას – სომეხი დამკვირვებლები

Published on

დამკვირვებლები სომხეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ კოალიცია “დამოუკიდებელ დამკვირვებლებს”, აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა, რაც ძირს უთხრის მისი შედეგებისადმი ნდობას.

კოალიცია “დამოუკიდებელი დამკვირვებლები”, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ვანაძორის ოფისისა და “ინფორმირებული მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენლები, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას 25 ოქტომბრიდან ახორციელებდნენ. როგორც “ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის” კოორდინატორმა დანიელ იონისიანმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აღნიშნა, ჯგუფში 18 დამკვირვებელი იყო. მისი თქმით, შეხვედრები შედგა სხვა აკრედიტებული სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასთან. დააკვირდნენ ოპოზიციისა და ქართული ოცნების აქციებსაც.

კოალიცია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს “მისიამ მიიღო უამრავი სანდო ინფორმაცია ამომრჩევლების მოსყიდვის, ნების გამოვლენაზე ადმინისტრაციული ზეწოლის, ასევე ამომრჩევლის პირადობის მოწმობების გამოყენება ხმის მიცემის გასაკონტროლებლად.”

იონისიანის თქმით, პარტია “ქართული ოცნების” და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების ქმედება მიზნად ისახავდა ხმის მიცემის საიდუმლოებისადმი ნდობის შემცირებას. ამის დასტურია კენჭისყრის კაბინების ფორმა და მდებარეობა, საარჩევნო უბნებში კამერების დაყენება, ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხმის მიცემის მონიტორინგის სხვა მეთოდებთან დაკავშირებით.

კოალიციის წარმომადგენლები კენჭისყრის დღეს თბილისისა და რეგიონების 54 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. “საარჩევნო უბნების დაახლოებით 50%-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, როდესაც სხვა პირები აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს”, – აღნიშნავს იონისიანი.

მისივე თქმით, დაფიქსირდა ცნობები, რომ კენჭისყრა სხვა პირების სახელითაც მიიღეს, რომლებმაც შეგროვილი პირადობის მოწმობები წარმოადგინეს. ამომრჩეველთა თითების მარკირების პროცედურა დამკვირვებლების თანდასწრებითაც კი სისტემატურად იგნორირებული იყო. “ამომრჩეველთა თითების უხილავი მელნით მარკირება არის ორმაგი ხმის მიცემის პრევენციის მთავარი მეთოდი საქართველოში”, – აცხადებს იონისიანი. მან ასევე დასძინა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ამომრჩევლის პასპორტის მონაცემები. ხოლო ელექტრონული სარეგისტრაციო მოწყობილობის შემაჯამებელ მონაცემებში არ შედიოდა ამომრჩევლის მონაცემები, რომლებიც შეყვანილი იყო ხელით.

იონისიანი ასევე აღნიშნავს, რომ მათი დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნების 22%-ზე მეტში დაფიქსირდა “ადამიანთა თავშეყრა, რომელიც შედგებოდა არა ამომრჩეველთა რიგებისაგან, არამედ პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისგან”. ეს ადამიანები, მისი თქმით, ეწეოდნენ აგიტაციას, ამომრჩევლებს აცილებდნენ საარჩევნო უბნებამდე და ახდენდნენ არმყოფთა იდენტიფიცირებას. “ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, იყო “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ან მმართველ პარტიასთან ასოცირებული ადგილობრივი დამკვირვებელი”, – წერს ის და დასძენს, რომ რიგ უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრის დარბაზში შესვლამდე მიდიოდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთან, რომელიც თავის სიაში მათ აღნიშვნას აკეთებდა.

კოალიცია ასევე აცხადებს, რომ 3 უბანზე მათ დამკვირვებლებს საქმიანობა შეუზღუდეს “22/4 უბანზე ფიზიკური ძალადობა იქნა გამოყენებული ჩვენი დამკვირვებლის მიმართ, როდესაც ის ცდილობდა გადაეღო სიტუაცია უბანზე, მისია იძულებული გახდა აქ მონიტორინგი შეეწყვიტა”, – აცხადებს იონისიანი.

“დარღვევის ყველა ამ ფაქტის და სხვა სანდო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების გათვალისწინებით, “დამოუკიდებელ დამკვირვებელთა” კოალიცია იძულებულია დააფიქსიროს, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რაც ძირს უთხრის მისი შედეგების ნდობას.” – განაცხადა იონისიანმა.

ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 53,93%-ი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. შედეგებს არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. პრეზიდენტი და ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობენ..

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციისთვის მიცემული ხმები ასე გადანაწილდა “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11.03%; “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.161%; ·”ძლიერი საქართველო” – 8.814%; “გახარია საქართველოსთვის” – 7.771%.

ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სიახლეები

ბრემენში, მკვლელობის ბრალდებით, 28 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავი...

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...