მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა წითლიძემ სამეგრელოში მოსყიდვა-დაშინებაში მონაწილე პირები დაასახელა

ანა წითლიძემ სამეგრელოში მოსყიდვა-დაშინებაში მონაწილე პირები დაასახელა

Published on

ანა წითლიძის განცხადებით – “ზუსტად ორი დღე დარჩა გამარჯვებამდე და ზუსტად
ორი დღე დარჩა „ქართული ოცნების“ დამარცხებამდე. დამარცხებას გრძნობს „ქართული
ოცნება“ და გაშმაგებულად ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ
განახორციელოს სპეცოპერაცია რაც გულისხმობს პირადობის მოწმობების ჩამორთმევას
ზუგდიდელებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ზუგდიდელს,
რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია პირადობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და
ჩვენ უკვე შევძელით, რომ ორასზე მეტი უკანონოდ ჩამორთმეული პირადობა, რომელიც
„ქართული ოცნებას“ უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული ოპოზიციურად განწყობილი
ამომრჩევლისთვის, დავაბრუნებინეთ. მაგრამ როგორც ჩანს მარცხისთვის განწირული
„ქართული ოცნება“ მაინც აგრძელებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა
მიზეზით, ზოგს სოციალურის მოხსნით, ზოგს დამუქრებით, რომ სამსახურიდან
გაუშვებენ, ზოგს კიდევ ფულის შეთავაზებით პირადობის მოწმობები ჩამოართვას. მე
დღეს ვისაუბრებ კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე, რომელიც მოხდა წალენჯიხაში,
ჯვარში და რომელიც ხდება ზუგდიდში და მარტვილში. ეს არის ფოტოები ადამიანების,
ერთი ეს არის ავთანდილ ღურწკაია, რომელიც არის კრიმინალური დაჯგუფების წევრი,
რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში ატერორებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს
და ცდილობს მათ წაართვას პირადობის მოწმობები. მეორე არის კახა ფიფია, რომელიც
არის ასევე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, ამ შემთხვევაში ხელისუფლების
აგენტი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში პირადობის მოწმობებს ძალის გამოყენებით
ართმევს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს. ასევე მარტვილის ერთ-ერთ
სოფელში ზურაბ ჯიჯელავა, ეს არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი,
რომელიც ატერორებს ადგილობრივებს და ცდილობს მათგან პირადობის მოწმობების
წართმევას. ასევე ზუგდიდში გიზო ჭეჟია და ბორის კილასონია, ე.წ. „კაი ბიჭები“,
რეალურად კი ხელისუფლების აგენტები. მე ახლა მინდა მივმართო, გაძლევთ დროს,
რომ ამ საღამოს 19:00 საათამდე რაც გაქვთ წაღებული თქვენ იცით და დააბრუნეთ,
რადგან ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორ ახდენთ საქართველოს
მოქალაქეების ტერორს, სხვა შემთხვევაში იცოდეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ
პასუხისგება, ამიტომ როგორც აიღეთ ის პირადობები, ისე დააბრუნეთ უკან
საქართველოს მოქალაქეებთან. ვიმეორებ, გვაქვს აუდიო ჩანაწერები, მათ შორის
ავთანდილ ღურწკაია, ე.წ. „ლისი“, რომელიც არის დათო შენგელიას კრიმინალური
დაჯგუფების წევრი, ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და ოპოზიციის ამომრჩეველს.
ჩვენ ეს მტკიცებულებები გადაცემული გვაქვს ყველა საერთაშორისო
ორგანიზაციისთვის, ექნება ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ეს ადამიანები
კონფიდენციალურობის დაცვით ისაუბრებენ, მათ შორის საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ სამეგრელოში ტერორით წაართვათ
ადგილობრივებს პირადობები, რადგან მეგრელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ თქვენ
დასრულდებით 26 ოქტომბერს.“ – განაცხადა ანა წითლიძემ

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...