მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ჩანაწერებიც გავრცელდა, დანაშაულია, მაგრამ ეს არის "ოცნების" სტილი - ლევან სანიკიძე

რა ჩანაწერებიც გავრცელდა, დანაშაულია, მაგრამ ეს არის “ოცნების” სტილი – ლევან სანიკიძე

Published on

გუშინ, ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ჩანაწერები სპეცრაზმელების, თუ როგორ ურევდნენ მხუთავ გაზს წყლის ჭავლს მომიტინგეების დარბევის დროს, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომელიც აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული;

ლევან სანიკიძის განცხადებით – „ბუნებრივია რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ არის დანაშაული. ხარება დასანქცირებულია აშშ-ის ხაზინის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი. ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ე.წ. სპეცოპერაციების დროს, არამედ ადამიანებს სახლთან ხვდებოდნენ.

ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ფაქტები, მათ შორის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი, ჩვენ გვახსოვს დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებული შემთხვევა, სადაც მას უმოწყალოდ გაუსწორდნენ სახლთან, გვახსოვს გია ჯაფარიძის შემთხვევა, სადაც ასევე მასაც სახლთან დახვდნენ.

ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, ეს არის დანაშაულის კასკადი, რომელიც აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული, რადგან შეუძლებელია ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება იმ პირობებში, როდესაც სტუდენტებს, არასრულწლოვან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, უსწორდებოდნენ ამ ფორმით და ეს რჩებოდეს დაუსჯელად.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...