მთავარისიახლეებიყირიმის ხიდზე აფეთქებისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა

ყირიმის ხიდზე აფეთქებისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა

Published on

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე. ოკუპანტი ქვეყანა მათ 2022 წელს ქერჩის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობას აბრალებს.

ინასარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა. მის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს- ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით და ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ – მუხლებით. უკრაინის მოქალაქე კი თანამზრახველობაშია ბრალდებული.

რუსეთი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ქერჩის ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა. საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ საქმეზე 8 ადამიანი მისცა პასუხისგებაში. ინასარიძეს კი დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხიდი დაზიანდა და რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო გახდა.

დაიღუპა ოთხი ადამიანი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...