მთავარისიახლეებიკობახიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა საკონსტიტუციოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა საკონსტიტუციოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა

Published on

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა. ამის შესახებ პრემიერმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გადაყენებას “ოცნებისთვის” მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ არჩევნების შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ასზე მეტი ხმით გადააყენებენ.

იმპიჩმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება სწორდ იმპიჩმენტის საფუძველზე. ჩვენ წინა იმპიჩმენტით ყველას დავანახეთ, რომ ერთადერთი, ვისი ხმებითაც რჩება თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს რომ მას უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების დამსახურება. ახლა უკვე სხვა მოცემულობა იქნება. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ჩვენ ასზე მეტი ხმით, თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს ხელახლა აანონსებს. ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილის ისევ გადაყენებით ემუქრება. განცხადება მმართელ პარტიაშია 7 ოქტომბერს გაკეთდა. ქვეყნის პრემიერმა ასევე თქვა, რომ “მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” პარლამენტში ას მანდატზე მეტს მიიღებს, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდება”.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში ისედაც ეწურება. ივანიშვილის გუნდს კი უნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი მიანიჭოს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...