მთავარისიახლეები"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

Published on

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და მიზეზად ისევ პრეზიდენტის “უნებართვო ვიზიტები” დაასახელა.

“საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ 1 თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი. ” ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2023 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მიზეზი მაშინაც ევროპული კურსის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ევროპული ტურნე გახდა. ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაშინ ბრიუსელში, საფრანგეთსა და გერმანიაში მაინც გაემგზავრა და შარლ მიშელს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა და კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იმავე წლის 16 ოქტომბერს კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

ამის შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.

იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა, თუმცა იმპიჩმენტი ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო. რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 1.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...