მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, "ოცნება" დაშინების კამპანიას აგრძელებს - ლანდსბერგისი

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, “ოცნება” დაშინების კამპანიას აგრძელებს – ლანდსბერგისი

Published on

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მმართველი პარტია როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დაშინების კამპანიას აგრძელებს, რაც ლანდსბერგისის განმარტებით, ევროპის საბჭოს ღირებულებებს არ შეესაბამება.

“მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, ევროპის გზას დაუბრუნდეს” – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპის გზას დაუბრუნდეს,” – განაცხადა ლანდსბერგისმა.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...