მთავარისიახლეებიკობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ არა 3 დღით, არამედ 2 კვირით ადრე გაუგზავნა...

კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ არა 3 დღით, არამედ 2 კვირით ადრე გაუგზავნა – პრემიერის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა

Published on

პრემიერ კობახიძის განცხადება რომ ბაიდენთან მიწვევა მას სამი დღით ადრე გაუგზავნეს და შემდეგ გააუქმეს, სიცრუე აღმოჩნდა. ინფორმაცია გამოცემა “პუბლიკამ” აშშ-ის საელჩოში გადაამოწმა.

ირკვევა, რომ კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ არა სამი დღით, არამედ ორი კვირით ადრე, 11 სექტემბერს გაუგზავნა და შედეგ, მიღების წინა დღეს გააუქმა.

„განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 26 სექტემბერს, მიწვევის გაუქმებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

მიწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია და დასავლეთზე ნეგატიური რიტორიკა გახდა.

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...