მთავარისიახლეებისტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

Published on

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 9 სექტემბერს, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

მედია წერს, რომ ქალს სასიკვდილოდ თავისმა შეყვარებულმა სცემა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მედია ასევე წერს, რომ სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი აედევნა და დააკავა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც სათვალთვალო კამერებმა ჩაიწერა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც, მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ სასტუმროს ლიცენზია არ ჰქონდა და ის დალუქა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...