მთავარისიახლეებიპოლიტიკა"როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის ქართულ ოცნებას, უნდა...

“როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის ქართულ ოცნებას, უნდა დავსვათ შეკითხვა: რაში უშლის ხელს?” – ცისკარიშვილი

Published on

“როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის ქართულ ოცნებას, უნდა დავსვათ შეკითხვა: რაში უშლის ხელს? იმაში ხომ არა, რომ “ქართულ ოცნებას” სურს, საქართველო პირდაპირ რუსეთს მიაბას?”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი რუსეთის საგარეო დაზვერვისა და “ქართული ოცნების” განცხადებების თანხვედრაზე

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიზანია არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და “ქართული ოცნებისთვის” ხელის შეშლა, რასაც ემთხვევა მმართველი პარტიის ლიდერთა ბოლოდროინდელი განცხადებები პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლებაში ნამდვილად გვყავს რუსეთზე მიბმული სუბიექტები, რომლებიც მოქმედებენ სწორედ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის ნარიშკინის მითითებებით, იმიტომ რომ სწორედ ეს ადამიანი ჰყავს მომაგრებული პუტინს საქართველოს კურატორად, ამიტომ არის, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ ჩნდება პრესაში, თუკი საკითხი არ ეხება საქართველოს.

სწორედ ამ დროს აკეთებს ის კომენტარებს და მე სულაც არ მიკვირს, თუ კობახიძისა და ამ სუბიექტის განცხადებები, მიდგომები ერთმანეთს ემთხვევა და ზედმიწევნით მეორდება. აქ მნიშვნელოვანია, როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის ქართულ ოცნებას, უნდა დავსვათ შეკითხვა: რაში უშლის ხელს? იმაში ხომ არა, რომ “ქართულ ოცნებას” სურს, საქართველო პირდაპირ რუსეთს მიაბას?

“ოცნების” მიზანია, რომ საქართველომ თავის ისტორიულ მიზანს – ევროატლანტიკური ოჯახის წევრობას ვერ მიაღწიოს და ამაში უშლის ხელს ოპოზიცია, რადგან ოპოზიციას, ისევე როგორც ქართველ ხალხს, უნდა საქართველოს ხილვა ევროპაში, რათა მათი შვილები და შემდგომი თაობები იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები, “ქართული ოცნება” კი ადგას დიამეტრულად განსხვავებულ გზას, რაც მოსწონს რუსეთს და რაშიც ჩვენ ხელს ვუშლით”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებასთან დაკავშირებით.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...