მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა. კაცი სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.

მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...