მთავარისიახლეებიმთავრობა რუსული კანონის ფარგლებში რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის

მთავრობა რუსული კანონის ფარგლებში რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის

Published on

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის. მისივე თქმით, რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა.

კობახიძემ განმარტა, რომ “ვინც არ დარეგისტრირდა [რეესტრში] იმან არც უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა, ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედება დღემდეც და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, უნდა გაიზიარონ იმ ორგანიზაციებმა რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონის უზენაესობას, სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი”.

“რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ, როგორც NGO-ები ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები, მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის გამავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...