მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის მთავარი დაპირებაა "ნაციონალური მოძრაობისა" და თავისუფალი სიტყვის განადგურება - ირაკლი ნადირაძე

ივანიშვილის მთავარი დაპირებაა “ნაციონალური მოძრაობისა” და თავისუფალი სიტყვის განადგურება – ირაკლი ნადირაძე

Published on

“მძიმეა ის რეალობა, რომელშიც ივანიშვილი მოსახლეობას ამყოფებს, ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, შემოვიდეს, მათ შორის, 14 მილიარდიანი დახმარება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას”, – აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე. 

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ახალციხეში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული წინასაარჩევნო დაპირებები ბლეფია, რადგან ერთია ის, რას ლაპარაკობს ივანიშვილი და მეორეა, რა კეთდება რეალურად:

“სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხისთვის კონკრეტული სათქმელი არაფერი აღარ დარჩა: როგორ აპირებენ ისინი უმუშევრობის, სიღარიბის, გაჭირვების დაძლევას, იმას, რომ ქვეყანა არ დაიცალოს ხალხისგან. საუბრობენ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით და როდესაც გვეუბნებიან ოჯახის სიწმინდეზე და ეროვნულ ღირებულებებზე, საქართველო რომ ქართველებისგან იცლება, ეს არის მათი ღირებულებები და ეს არის მათი მხრიდან ოჯახების დაცვა? გელათი რომ თავზე გვენგრევა და ამ ეტაპამდე მიიყვანეს, ეს არის მათი ეროვნულობის დაცვა?

ეს არის ზოგადი დაპირებები, ივანიშვილის მთავარი დაპირება კი არის “ნაციონალური მოძრაობის” თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ნების, ქვეყნის დემოკრატიის განადგურება, რაც ნიშნავს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას, ეს კი თავის მხრივ, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ამ ქვეყნის დაცლას ხალხისგან, ამიტომ გამოსავალი არის რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, შემოვიდეს, მათ შორის, 14 მილიარდიანი დახმარება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას.

ერთია, რაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი და მეორეა, რა კეთდება რეალურად. რომელი მისი დაპირება შესრულდა? არცერთი! რადგან ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა საბანკო ოლიგარქია, მოქალაქეებს ტვირთად აწევთ კრედიტები, პენსიონერებს აქვთ უმძიმესი მდგომარეობა, იმის გამო რომ ელემენტარულად, წნევის წამალიც ვერ უყიდიათ, ადამიანებს არა აქვთ ამ ქვეყანაში შემოსავალი, რის გამოც უწევთ რომ თავიანთი შვილები, ქმრები, დედები, მამები დატოვონ და ქვეყნიდან წავიდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში ვერ შევქმნი სამუშაო ადგილებს და ყველა წადით უცხოეთშიო – ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოქალაქეებს ამყოფებს”, – განაცხადა თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...