მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ ვითანამშრომლებთ ივანიშვილისა და "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან" - კოალიცია "ცვლილებებისთვის" პოლიტიკურ პარტიებს...

“არ ვითანამშრომლებთ ივანიშვილისა და “ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან” – კოალიცია “ცვლილებებისთვის” პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” გამოდის ინიციატივით, პარლამენტის მომავალმა წევრებმა ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომ ისინი არანაირი ფორმით არ ითანამშრომლებენ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან.

“საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, “კოალიცია ცვლილებისთვის” პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც კოალიციის ლიდერებმა აღნიშნეს, მომავალში საქართველოს ხელისუფლებას უნდა წარმოადგენდეს კოალიციური მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა ნიკა გვარამიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ მემორანდუმს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს. ნიკა გვარამიამ მსგავსი ვალდებულების აღებისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდა.

“ჩვენ ვიქნებით ოპოზიციური ამომრჩევლის ნების ერთგული. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას დღესვე და ველოდებით სხვების მიერაც ამ ვალდებულების აღებას,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...