მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის შენობა, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, 2 მილიონი დაიხარჯა, 500.000 ლარის...

“ეს არის შენობა, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, 2 მილიონი დაიხარჯა, 500.000 ლარის დანადგარები შეიძინეს, ახლა კი გაძარცვულია”, – ანა წითლიძე

Published on

“მაშინ როცა ამ დრომდე დაკავებული ჰყავთ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების” დელეგატის დათო კოდუას მამა თავს დაესხა დარჩელის შტაბს და ახალგაზრდა გოგოებს აკუწვით ემუქრებოდა, ეს არის შენობა, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, 2 მილიონი დაიხარჯა, 500.000 ლარის დანადგარები შეიძინეს და სადაც ადგილობრივები უნდა დასაქმებულიყვნენ, დღეს კი მიტოვებული და გაძარცვულია, – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ბრიფინგი დარჩელში, მისი თქმით, 2017 წელს ზარზეიმით გახსნი” შენობასთან გამართა, სადაც თხილის ქარხანა უნდა მუშაობდეს:

“მაშინ როცა ამ დრომდე დაკავებული ჰყავთ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების” დელეგატის დათო კოდუას მამა თავს დაესხა დარჩელის შტაბს და ახალგაზრდა გოგოებს აკუწვით ემუქრებოდა,  მინდა გაჩვენოთ, რატომ უნდა მივიდეს ყველა 26 ოქტომბერს არჩევნებზე და რატომ უნდა გადავირჩიოთ “ქართული ოცნება”, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რათა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, მოპარული მილიონები შეინახონ და საკუთარი შვილები სიმდიდრეში აცხოვრონ, თქვენი შვილები კი გააქციონ ემიგრაციაში და აცხოვრონ სიღარიბეში.

რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” დელეგატმა დათა კოდუამ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ააშენეს ევროსტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი და ადგილობრივები დავასაქმეთო. სადაც ახლა მე ვარ, ეს სწორედ დარჩელში მდებარე ის საშრობია, რომელზეც ბატონი კოდუა ამბობდა და რომელიც 2017 წელს ზარზეიმით გახსნა “ქართულმა ოცნებამ”, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რომელმაც გვითხრა, რომ ეს იქნებოდა საშრობი, თხილის ქარხანა და რომელიც დაასაქმებდა ადგილობრივებს.

ეს ქარხანა სახელმწიფო ფულით აშენდა, მასში 2 მილიონი დაიხარჯა და დღეს მიტოვებული და გაძარცულია. ამას გარდა, 500.000 ლარის ღირებულების დანადგარები, რომელიც სახელმწიფო ფულითაა შესყიდული, შენობიდან გატანილი და გაძარცულია და მთელმა ზუგდიდმა იცის, ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ შენობის გაძარცვაში მონაწილეობდნენ.

მინდა მივმართო პრემიერმინისტრს: როცა ხალხს ატყუებთ მოგონილი შეთქმულების თეორიებით, ხელი მოკიდეთ თქვენს დელეგატს დათა კოდუას, ჩამობრძანდით ზუგდიდში, ჟურნალისტებთან ერთად შევიდეთ ამ შენობაში და ზუგდიდელებს აუხსენით, რატომ ჩაიყარა წყალში 2 მილიონი, ვინ მოიპარა ხალხის ფული, ვინ არის ადამიანი, ვინც გაძარცვა ეს შენობა, გაიტანა 500.000 ლარის დანადგარები და რატომ არავინ აგო ამაზე პასუხი?  – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ბრიფინგზე, რომელიც მან დარჩელში გამართა. 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...