მთავარისიახლეებირუსული კანონი და მოახლოებული არჩევნები - იოსელიანი აშშ-ს სახ.დეპის სხვადასხვა ბიუროსა და...

რუსული კანონი და მოახლოებული არჩევნები – იოსელიანი აშშ-ს სახ.დეპის სხვადასხვა ბიუროსა და USAID-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

Published on

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლევან იოსელიანი და მისი პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

უწყება ამბობს, რომ შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მოლოდინს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება ხელს შეუწყობს იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

საუბარი შეეხო რუსულ კანონსაც:

“„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხების განხილვისას სახალხო დამცველმა კანონთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინა და შეხვედრების მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაგზავნილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) გააცნო.

ისაუბრეს ასევე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და ცესკოს ერთობლივ განცხადებაზე, სადაც პოლიტიკოსებსა და მედიას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. სახალხო დამცველმა აღინიშნა, რომ ინსტიტუცია წლებია ყველა გადაცდომის ფაქტს სწავლობს და მომზადებულ დასკვნას ინტენსიურად აწვდის საზოგადოებას”, – წერია განცხადებაში.

შეხვედრები გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან – დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს კურატორთან მონიკა იაკობსენთან, საერთაშორისო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ საქმეთა ბიუროს კურატორთან ბრენდონ იოდერთან და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს კურატორთან ჯოშუა ჰაკთან. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში ერინ ელიზაბეტ მაკისთან.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...