მთავარისიახლეებიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში 35 წლის პოლონელი ტურისტი ქალი კლდიდან გადავარდა და...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში 35 წლის პოლონელი ტურისტი ქალი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

Published on

გუშინ საღამოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში 35 წლის პოლონელი ტურისტი ქალი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.
წინასწარი ვერსიით, მას ფეხი აუცდა და ბილიკზე თავის შემაგრება ვეღარ შეძლო. შემთხვევა ინწრას ხეობაში მდებარე ჩანჩქერიდან დაახლოებით 800 მეტრში მოხდა. ადგილზე პირველები წალენჯიხელი პოლიციელები მივიდნენ, რომლებმაც მაშველების მოსვლამდე შეძლეს ტურისტის ცხედრის პოვნა და 5 კმ-ის მანძილიდან, ხეობიდან ხელით ამოყვანა. ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...