მთავარისიახლეებიწინასწარი შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

Published on

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანი” ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ალიევის პარტიამ პარლამენტში 125 ადგილიდან 68 მოიპოვა. წინა მოწვევის პარლამენტში მას 69 ადგილი ჰქონდა. პარლამენტის წევრად 44 დამოუკიდებელი კანდიდატი აირჩიეს, სხვა პარტიებმა კი, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას, დარჩენილი ადგილები გაინაწილეს.

1 სექტემბერს გამართულ არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27% შეადგინა, ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 6 421 000 ამომრჩეველი.

2024 წელს ეს უკვე მეორე არჩევნებია აზერბაიჯანში, სანამ მოქალაქეები პარლამენტის წევრებს აირჩევდნენ, 7 თვის წინ, ხმა მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ეს აზერბაიჯანის პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომეხმა მოსახლეობამ ფაქტობრივად სრულად დატოვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...