“მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!” – სოფო ჯაფარიძე

0
37

“აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

აჭარაში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ტურნეს დროს ბათუმის, ქობულეთისა და ჩაქვის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ თქვა:

“26 ოქტომბერს გვიწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება: ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს თუ ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ისეთი ქვეყნების სიაში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ განვითარების ისეთ ტემპში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად.

აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს:

გვეიმედებით, თქვენ ხართ ჩვენი მთავარი ღერძი! წინ გვაქვს დიდი გამარჯვება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, სანამ ჩვენს ქვეყანას არ დავაყენებთ ევროპულ გზაზე!”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

წინა სტატია5 სექტემბრიდან კვირაში ერთხელ, “ტალღა” თავისუფლების მოედანზე აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატია„არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია” – ცისკარიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური