მთავარისიახლეებიპოლიტიკა„აჭარიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და თქვენთან ერთად ელის...

„აჭარიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და თქვენთან ერთად ელის გამარჯვებას”, – ბოკუჩავა

Published on

აჭარიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და რომელსაც თქვენი იმედი აქვს და რომელიც თქვენთან ერთად ელის გამარჯვებას. ჩვენი ერთიანობით უნდა დავაბრუნოთ ის განვითარება, როდესაც მართლაც ვიყავით მოწინავე ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ივანიშვილმა ეს ყველაფერი წაგვართვა, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი – ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში.“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან თქვენ ხართ ყველაზე ერთგული, ყველაზე გაუტეხელი ადამიანები, რომლებიც 12 წელი ელოდით გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ ორ თვეში ეს გამარჯვება აუცილებლად დადგება ჩვენი ერთიანობით. განსაკუთრებით აჭარიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და რომელსაც თქვენი იმედი აქვს და რომელიც თქვენთან ერთად ელის გამარჯვებას.

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ერთიანობით უნდა დავაბრუნოთ ის განვითარება, ის რეფორმები, რომლებმაც არსებითად შეცვალა საქართველო, სადაც მოვიტანეთ დიდი აღმშენებლობა, როდესაც მართლაც ვიყავით მოწინავე ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ივანიშვილმა ეს ყველაფერი წაგვართვა, 12 წლიანი მმართველობის განმავლობაში მოიტანა სიღარიბე, სიდუხჭირე, უპერსპექტივობა, უმუშევრობა.

ეს არის დიდი უსამართლობა, რომელიც ჩვენ ჩვენი ერთიანობით უნდა დავამარცხოთ. ის ცდილობს, რომ დაყოს საზოგადოება, მისი ყველა გზავნილი, მისი ყველა გამოსვლა აკვარიუმის მიღმა ყოველთვის ემსახურება საზოგადოების დაყოფას, შიშის დანერგვას, დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ერთიანობით, რადგან 2003 წლის დიდი რეფორმები სწორედ ერთიანობამ მოიტანა და მჯერა, რომ ახლაც სწორედ ერთიანობით გავიმარჯვებთ. არჩევანი არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო და ძალიან მარტივი – გვინდა ევროპული კეთილდღეობა თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს, ეს არის სიღარიბე იზოლაციაში, ეს არის ზურგის შექცევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. რუსული კანონის გამო, რომლის განხილვაც ბათუმში მიმდინარეობს რამდენიმე დღეა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ არჩევანი ან დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს და უთხრან არა რუსულ კანონს, როგორც ეს ქართველმა ხალხმა თქვა, ან დადგნენ ივანიშვილის რეჟიმის სადარაჯოზე.

მათ შორის იქაც წყდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის ბედი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველმა ხალხმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კი ევროპას, არა რუსულ კანონს! კი ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში!.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...