მთავარისიახლეებისახელმწიფო დეპარტამენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას - "ამერიკის ხმა"

სახელმწიფო დეპარტამენტი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას – “ამერიკის ხმა”

Published on

“ბრალდებები კატეგორიულად მცდარია” – ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და “თბილისის მაიდანს” გეგმავს.

“უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს მეთიუ მილერი, “ამერიკის ხმის” კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში.

ამასთან, მილერი ეხმიანება “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, პარტია “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას გეგმავს.

“ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ წერილობით პასუხში, მილერი აცხადებს, რომ “შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით”. მისი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითია “ქართული ოცნების” განცხადებები, “ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ”.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას. ამასთან, შეერთებული შტატების საგარეო უწყება მას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

“როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას”, – აცხადებს მილერი.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...