მთავარისიახლეებირუსული კანონის გამო ფონდმა "სიკეთის რევოლუციამ" ფუნქციონირება შეწყვიტა

რუსული კანონის გამო ფონდმა “სიკეთის რევოლუციამ” ფუნქციონირება შეწყვიტა

Published on

უსული კანონის გამო ფონდმა “სიკეთის რევოლუციამ” ფუნქციონირება შეწყვიტა – გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი, ძირითადად, შემოწირულობებით არსებობდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდი 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა.

მეგობრებო, ფონდი სიკეთის რევოლუცია წყვეტს ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რომ „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ გულისხმობს ან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციას, ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას, თუ მისი დაფინანსების წყაროს 20% უცხოეთიდან არის შემოსული. წინააღნდეგ შემთხვევაში ექვემდებარება ჯარიმას.

ფონდი ძირითადად ჩემი უახლოესი მეგობრების შემოწირულობით არსებობდა. ამათგან 3 მეგობარი ევროპიდან პერიოდულად მირიცხავდა თანხას ფონდის ანგარიშზე. ფონდის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 1200-2000 ლარს, რაც თვეში 3დან 5 ოჯახამდე დაფინანსების საშუალებას იძლეოდა.

აქვე დავამატებ იმასაც, რომ ფონდი 3 წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს დაეხმარა მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ენთუზიაზმზე და არანაირი ფინანსური სარგებელი, გარდა შინაგანი დადებითი ემოციური განცდისა, არავის მიუღია. მოკლედ ფონდი მთლიანად მოხალისეობაზე არსებობდა.

ჰო კიდევ, ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო ასეთი კომენტარები: ‘’რატომ დახურე?’’ ‘’შენ რა შუაში იყავი?’’… სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი 3 იურისტს, იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს და არაერთ კომპეტენტურ ადამიანს ვკითხე რჩევა.

ძალიან მწყდება გული… ის, რაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად გავაკეთეთ, რაც ძალიან გვიყვარდა და გვაბედნიერებდა, ახლა უნდა დავასრულოთ.

ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ. უკვე ფონდის არცერთი ანგარიში არ მუშაობს.

P.s ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე. არადა ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...