მთავარისიახლეებითეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

Published on

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის” შეუერთდა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი და არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. აქუბარდიას განცხადებით, ივანიშვილის დამარცხება გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია, მეორე მიზეზი, რის გამოც ამ გუნდთან ერთიანდება არის პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება.

“ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენ გუნდს, ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს”, – თქვა გახარიამ.

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...