მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია...- ამ ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით, თუ სასამართლო რუსულ კანონს არ...

“რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია…- ამ ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით, თუ სასამართლო რუსულ კანონს არ შეაჩერებს – კორძაია

Published on

“რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, უგანდა, კამბოჯა, ჩინეთი, უნგრეთი – თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსული კანონის მოქმედებას, ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით,  გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს” – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია.

თამარ კორძაიამ  საკონსტიტუციო სასამართლოს 38 პარლამენტის წევრის სარჩელი წარუდგინა, რაზეც სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. თამარ კორძაიას თქმით, საკითხი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, უმნიშვნელოვანესია:

“ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, ჯერ არ განუხილავს თავისი არსებობის განმავლობაში. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვიტავს, მოვხვდებით თუ არა ისეთი სახელმწიფოების სიაში, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, უგანდა, კამბოჯა, ჩინეთი, უნგრეთი – თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ამ რუსული კანონის მოქმედებას, ჩვენ ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით. ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება უშუალოდ ევროკავირის ქვეყნების კანონმდებლობებს და მე მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეები არ გაიმეტებენ თავიანთ სამშობლოს, რათა ის გახდეს ერთერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...