მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ არჩევნებში ვერც კრემლი და ვერც "ქართული ოცნება" ვერ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს ქართველი...

ამ არჩევნებში ვერც კრემლი და ვერც “ქართული ოცნება” ვერ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი – ირაკლი ნადირაძე

Published on

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზსე კრემლშიც და “ქართულ ოცნებაშიც” ერთნაირად ნერვიულობენ:

“ფაქტია, რომ “ქართულ ოცნებასა” და კრემლში ერთნაირად ნერვიულობენ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს. ამიტომ, შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ ასევე “ქართული ოცნების” ლიდერებს, მათ შორის, ვნახეთ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, რომელიც რუსულ მედიაარხებზე მთავარი მოქმედი პირი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთი-ერთზე სხედან ერთსა და იმავე პროპაგანდაზე და კრემლი ღიად გულშემატკივრობს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ არჩევნებში გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც აღარ უნდა რუსულ ჭაობში ცხოვრება, რომელსაც უნდა უკეთესი ევროპული მომავალი.

შესაბამისად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ისეთი არჩევანის, რომელიც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, უკეთესი მომავლისკენ, რათა ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ყველა ის სიკეთე, რის მისაღებადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად ტოვებს ქვეყანას”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...