მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის საგარეო დაზვერვა - ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ

რუსეთის საგარეო დაზვერვა – ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ

Published on

ამერიკელები უკიდურესად უკმაყოფილოები არიან საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით და ქვეყანაში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა. მათივე მტკიცებით, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.

„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ მუშაობენ “დაუნდობელი” პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის ვარიანტებზე ხელისუფლების მხრიდან “მოქალაქეების” წინააღმდეგ ძალის „გადამეტებული” გამოყენებისთვის“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.

მათი მტკიცებით, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნებში შეუძლია მოსახლეობის ნდობის დამაჯერებელი კრედიტის მოპოვება, ვინაიდან ქართული ოპოზიციური ძალები, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, დანაწევრებული რჩებიან და მათ მიერ შექმნილი კოალიციები ძალიან მყიფეა.

„ეს, როგორც შეერთებულ შტატებში შიშობენ, მმართველ პარტიას გაუხსნის ხელებს, განაგრძოს სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თეთრი სახლი მსგავს სცენარს მიუღებლად მიიჩნევს. ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ ქართული ოცნების საარჩევნო პოზიციები“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...