მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე, საპატიო სტუმრად ცოტნე ივანიშვილის მიწვევა საქართველოს შეურაცხყოფაა -...

ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე, საპატიო სტუმრად ცოტნე ივანიშვილის მიწვევა საქართველოს შეურაცხყოფაა – ფავლენიშვილი

Published on

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა ჭადრაკის ტურნირზე ცოტნე ივანიშვილის მიწვევას, განაცხადა:

“გარდა იმისა, რომ რუსულ რეჟიმს ვხედავთ, საქართველოში ვხედავთ ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების დიქტატურების მსგავს რეჟიმს, სადაც დიქტატორების შვილები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის. არ შეიძლება, რომ ერთი დიქტატორის ოჯახი საქართველოში მომჯდარი იყოს ყველაფერზე – ეს არის ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ერის შეურაცხყოფა”, – თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა 

შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე ცოტნე ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. დღეს მან მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში საპატიო პირველი სვლაც გააკეთა.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...