მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8...

თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 პირი

Published on

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 8 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ნ. და 1985 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 4 მჭიდი და 32 ვაზნა ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული გ.რ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. პოლიციამ გ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1987 წელს დაბადებული შ.ლ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად პისტოლეტი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...